03 ივლისი 2024,   12:50
ვრცლად
რაც უფრო მეტ რუსს მივიღებთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

ომი უკრაინაში - ბოლი 24 საათში, სუმის ოლქის 25 დასახლება დაიბომბა. არიან დაშავებულები. იერიშები იყო ხარკოვსა და ხერსონშიც, სადაც ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ხერსონის ოლქში იერიშებს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსმა სამხედრო ძალებმა დაბომბეს ნიკოპოლი, რასაც დასახლებულ პუნქტებში შენობების ნგრევა მოჰყვა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკში. უკრაინის სამხედრო ძალებმა ოკუპანტების დრონების ჩამოგდება შეძლეს. უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა. ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს.

"მადლობას ვუხდი მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა და მუშაობს ტყვეთა გაცვლის გასაგრძელებლად! ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს ფრონტის ხაზზე, ვინც ტყვედ იყვანს ოკუპანტებს. რაც უფრო მეტ რუსს მივიღებთ ტყვედ, მით უფრო ეფექტური იქნება მოლაპარაკებები გაცვლაზე," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები