05 მაისი 2024,   05:46
ვრცლად
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, მოძრაობა აღდგა - რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ქვის ცვენის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ავტომობილებისთვის დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნა.

გაწმენდითი სამუშაოები კი ბათუმი-ახალციხის გზის, სოფელი გულების მონაკვეთზე, მიმდინარეობს სადაც მეწყერი ჩამოწვა. ამ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია.

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.

დღის ამბები