03 ივლისი 2024,   14:06
ვრცლად
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 161-მდე გაიზარდა. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 100-ზე მეტი ადამიანი, რომელთა სამძებრო სამუშაოებიც გრძელდება, - ამის შესახებ BBC წერს.

დაღუპულთა უმეტესობა ქალაქების - ვაჯიმასა და სუზუს მცხოვრები იყო.

მაშველებს საქმეს უამინდობა ურთულებს. ძლიერი წვიმისა და თოვის გამო, მოსახლეობას მეწყერებისა და ნგრევის საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში 1-ელ იანვარს მოხდა.

დღის ამბები