03 ივლისი 2024,   14:05
ვრცლად
რუსეთის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში 10 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა

რუსეთი, უკრაინაზე საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს. დარტყმები ხმელინცკის და ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში ხორციელდება, სადაც ათი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 60-მდე მოქალაქე.

უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა დიდი რაოდენობით ბალისტიკური იარაღი გამოიყენა, მათი ნაწილის განეიტრალება უკრაინელებმა მოახერხეს და საპასუხო შეტევაზეც გადავიდნენ.

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმების გამო, ბელგოროდიდან 300 რუსი მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს.

დღის ამბები