03 ივლისი 2024,   14:19
ვრცლად
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 180-მდე გაიზარდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იში-კავას პრეფექტურის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 120-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

განადგურებული გზების და კომუნიკაციების გამო, სტიქიის შედეგები ბოლომდე ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ეს ძირითადად ეხება იში-კავას პრეფექტურის ქალაქებს, ვაჯიმას და სუზუს.

მაშველები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის მასშტაბის შესაფასებლად რამდენიმე რაიონამდე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. იში-კავას პრეფექტურაში აცხადებენ, რომ ნოტოს რეგიონში 3 000-ზე მეტი ადამიანი გარე სამყაროსგან იზოლირებულია.

შეგახსენებთ, იაპონიაში პირველ იანვარს მიწისძვრების სერია მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

დღის ამბები