03 ივლისი 2024,   14:15
ვრცლად
ომის 685-ე დღე - უკრაინაში რუსეთი საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს

ვითარება მძიმდება უკრაინაში - რუსეთი საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს. დარტყმები ხორციელდება ხმელნიცკისა და ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. უკრაინის სამხედროების განცხადებით, რუსეთმა დიდი რაოდენობით ბალისტიკური იარაღი გამოიყენა.

მშვიდობიან მოქალაქეებზე მიზანმიმართულ თავდასხმას პრეზიდენტი ზელენსკი ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოცემა "ელ პაისთან" ისაუბრა. კულებას თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა არის დემოკრატიის დაცვა და რუსულ აგრესიაზე პასუხი, ევროპული ღირებულებების სახელით.

ზელენსკი პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებთან და მათგან ფინანსურ დახმარებას იღებს. პარალელურად, გერმანიის კანცლერი ევროკავშირის ქვეყნებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს, მაშინ, როცა წევრმა ქვეყნებმა ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს. 1-ელ თებერვალს ევროკავშირი კვლავ განიხილავს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მიწოდების საკითხს. მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს.

ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი. 

 

დღის ამბები