03 ივლისი 2024,   12:56
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომის 688-ე დღე - გასული დღის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებები 64-ჯერ განხორციელდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 688 დღე დაიწყო. გასული დღის განმავლობაში, 64-ჯერ განხორციელდა საბრძოლო მოქმედებები. მტერმა სულ 3-ჯერ განახორციელა საჰაერო და 16-ჯერ სახმელეთო შეტევა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და სხვადასხვა დასახლებებზე. არის მსხვერპლი.

განადგურდა ან დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, პროფესიული ლიცეუმი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის ოლქების 130-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა.

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მისადგომებთან გააქტიურდნენ. ჯარისკაცების განცხადებით, ოკუპანტების წინააღმდეგ მათივე იარაღს იყენებენ, რომელიც რუსული ძალების უკან დახევისას უკრაინელებს დარჩათ.

ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურია მარიინკისა და ავდეეკისთვის. ყინვასა და უნალექო ამინდში, რუსების პოზიციები დრონებისთვის უკეთესად აღსაქმელია, მძიმე ტექნიკა კი მარტივად გადაადგილდება, რის გამოც უმარტივდებათ უკრაინელ ჯარისკაცებს ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა.

დღის ამბები