16 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
რუსეთი, შეიარაღებისთვის საჭირო, დასავლეთში წარმოებულ კომპონენტებს, სანქციების გვერდის ავლით ყიდულობს - კიევის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიში

რუსეთი, შეიარაღებისთვის საჭირო, დასავლეთში წარმოებულ კომპონენტებს, სანქციების გვერდის ავლით ყიდულობს. ამის შესახებ კიევის ეკონომიკის ინსტიტუტისა და ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, სანქციების მიუხედავად, რუსეთი სამხედრო მრეწველობისთვის აუცილებელი პროდუქციის იმპორტს განაგრძობს.

ექსპერტების შეფასებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციაში იმ პროდუქტების იმპორტმა, რომლებსაც შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევს, ცხრა მილიონ დოლარამდე მიაღწია. ეს მაჩვენებელი კი სანქციების დაწესებამდე არსებულ მონაცემებზე მხოლოდ ათი პროცენტით ნაკლებია.

ექსპერტების შეფასებით, დასავლური კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქცია რუსეთში ჩინეთში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მომუშავე შუამავლების მეშვეობით ხვდება.

დღის ამბები