01 ივლისი 2024,   14:32
ვრცლად
აშშ-სა და ბრიტანეთის ჰუსიტებზე თავდასხმის გასაპროტესტებლად იემენში აქცია გაიმართა

იემენელმა დემონსტრანტებმა, იემენის დედაქალაქ სანაში, აშშ-სა და ბრიტანეთის ჰუსიტებზე თავდასხმის გასაპროტესტებლად, მასობრივი მიტინგი გამართეს.

როგორც ჰუსიტების მაღალჩინოსნებმა აქციაზე აღნიშნეს, ამერიკის და ბრიტანეთის აგრესია ვერ შეასუსტებს მათ მხარდაჭერას პალესტინელების მიმართ და ხაზი გაუსვეს, რომ წითელ ზღვაში დეესკალაციის ერთადერთი გზა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სამართლიანად დასრულებაა.

პროტესტის დროს, ჰუსიტების ლიდერი მუჰამედ ალ-ჰუთი სიტყვით გამოვიდა და აშშ წითელი ზღვის უსაფრთხოების დარღვევაში დაადანაშაულა. ალ-ჰუთის თქმით, სწორედ ჰუსიტების ჯგუფი იცავს წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოებას.

დღის ამბები