16 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა - ის ჩვენი ერის, ეკლესიისა და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია - შალვა პაპუაშვილი

"20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ქართული ერის, ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამდევია.

"20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიისა და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია," - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები