ქუთაისში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. სიმბოლურად, ქართული დროშა "შენგელია არენაზე" გაშალეს. ასევე, დღის განმავლობაში აქტივობები გაიმართება ბაგრატის ტაძრის ეზოში და ასსაფეხურიან კიბეზე.
ქართული დროშა ჩოხოსნებმა, კადეტებმა და ფეხბურთელებმა გაშალეს.
ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.