03 ივლისი 2024,   14:12
ვრცლად
დიდ ბრიტანეთს, ჰუსიტებზე დარტყმის გარდა, არჩევანი არ ჰქონდა - კემერონი

დიდ ბრიტანეთს, ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელების გარდა, "სხვა არჩევანი არ ჰქონდა", - ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ კემერონი და ბრიტანეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების მიზეზად წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებს ასახელებს.

კემერონის თქმითვე, ვიდრე ბრიტანეთი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით წარმოებულ ოპერაციას შეუერთდებოდა, ჰუსიტთა დაჯგუფება გააფრთხილა, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა.

საერთაშორისო საზოგადოება ჰუსიტებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წითელ ზღვაში საერთაშორისო ნაოსნობაზე თავდასხმები. 

 

დღის ამბები