19 სექტემბერი 2024,   04:19
ვრცლად
ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნეს

ლაგოდეხში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნეს. დილიდან მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დროშები გამოიფინა. ახლად რეაბილიტირებული პარკიდან ეროვნულ სამოსში შემოსილმა ახალგაზრდებმა და ჩოხოსნებმა, "მრავალჟამიერის" ფონზე, ქართული დროშით მსვლელობა გამართეს და მერიის შენობის წინ, სახელმწიფო დროშის საზეიმო აღმართვის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, სახელმწიფო დროშის დღესთან ერთად, ქართული თეატრის დღე მიულოცა ლაგოდეხის დრამატული და საბავშვო თეატრის დასის წევრებს და მადლობის სიგელები გადასცა.

დღის ამბები