03 ივლისი 2024,   13:35
ვრცლად
ეკვადორის ციხეებში, პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია - Reuters

ეკვადორის ციხეებში, პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ, ქვეყნის პენიტენციურ სამსახურს, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს ციხის თანამშრომლების წარმატებით გათავისუფლება მიულოცა.

ეკვადორის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდება გამოძიება მძევლების აყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად.

შეგახსენებთ, გასული კვირის ორშაბათიდან, ეკვადორის სულ მცირე 7 ციხეში, პატიმრებს ციხის 158 მცველი და ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი ჰყავდათ დაკავებული.

დღის ამბები