08 ივნისი 2024,   13:18
ვრცლად
ომის 101-ე დღე ახლო აღმოსავლეთში - ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს

ახლო აღმოსავლეთში ომის 101-ე დღე დაიწყო. ისრაელი ღაზის სექტორზე ინტენსიურ სახმელეთო შეტევას განაგრძობს. თელ-ავივი ამტკიცებს, რომ მათმა სამხედროებმა ანკლავის ჩრდილოეთით რაკეტების გამშვები ადგილები აღმოაჩინეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "ჰამასის" განადგურებაში მათ ხელს ვერავინ შეუშლით და რომ ისრაელი არ დაემორჩილება გაერო-ს სასამართლოს, სადაც მათ გენოციდში ადანაშაულებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დასრულებამდე, ეგვიპტესა და ღაზას შორის საზღვრის დახურავს ითხოვს, ამ მოთხოვნის საპასუხოდ კი, კაირო აცხადებს, რომ ის საკუთარ საზღვრებს აკონტროლებს.

პარალელურად, CNN-ი, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ამერიკის მოიერიშე თვითმფრინავმა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლის მიმართულებით იემენის "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს. დაშავებულების ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, "ჰუსიტების" სამიზნეებს დაარტყეს - ის იყო პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

დღის ამბები