29 სექტემბერი 2024,   05:27
ვრცლად
თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება - რიში სუნაკი

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სხვა „ბოროტ აქტორებსაც“ წაახალისებს.

სუნაკი, გასულ პარასკევს, კიევს სტუმრობდა. მან და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

“მე პალატიდან მივიღე მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიქნებით. თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იქ არ გაჩერდება და სხვა ბოროტი აქტორების წახალისება მოხდება. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოება ჩვენს უსაფრთხოებას ნიშნავს. რაც შეეხება, დაძაბულობას წითელ ზღვაში - თავდასხმა ჰუსიტებზე, ეს იყო თავდაცვის აქტი, 19 ნოემბრიდან მოყოლებული ისინი უკანონო თავდასხმებს ახორციელებდნენ ამერიკულ და ბრიტანულ კომერციულ გემებზე.

ათწლეულების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ბრიტანეთის საზღვაო ფლოტზე, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედეთ, თავდაცვის მიზნით გაეროს წესდების შესაბამისად. ეს არ იყო კავშირში ღაზის ომთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ პალესტინელებს და დავაჩქაროთ ომის დასრულება,” - აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი.

დღის ამბები