19 სექტემბერი 2024,   05:04
ვრცლად
კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს - "ბლექ სი გრუპის" დირექტორი წერეთლის რეაბილიტაციაზე

წერეთლის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებისთვის მერიამ თანამშრომლობა 4 კომპანიასთან გააფორმა, ერთ-ერთი, მათ შორის, "ბლექ სი გრუპია". კომპანიის დირექტორის, ამირან მაჭუტაძის განცხადებით, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში, ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს.

მაჭუტაძის თქმით, კომპანია პროექტს პირადად მისი ხელმძღვანელობით განახორციელებს და სამუშაოები შესაბამის დროში დასრულდება.

"ჩვენმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 იანვრის ჩათვლით, წერეთლის გამზირზე, სტანისლავსკიდან ერისთავის ქუჩის მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. არაერთხელ ჩატარებულა გამოკითხვა ფასთა კვლევის მიზნით, მიგვიღია მონაწილეობა როგორც მერიის მხრიდან გამოკითხვაში, ისე სხვა დამკვეთებისგანაც. ამ გამოკითხვის დროს შეირჩა ჩვენი კომპანია. ამჟამად, არ გვქონდა მიმდინარე პროექტები. პირადად ჩემი ხელმძღვანელობით განვახორციელებ ამ პროექტს. დარწმუნებულები ვართ, ყველა სტანდარტის დაცვით, დამკვეთს სამუშაოები შესაბამის დროში ჩავაბაროთ", - განაცხადა ამირან მამუჭაძემ.

დღის ამბები