16 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
მივიღე მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით გაიმართა - მთავარი საკითხი ბალკანეთის ქვეყნებისა და ჩვენი ევროინტეგრაცია იყო - პრემიერი

მივიღე მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავარი საკითხი შეეხებოდა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ასევე - საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

"გვქონდა შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან, რომელსაც ვესაუბრე ვრცლად ამ სიტუაციაზე და მანაც გაგვიზიარა უახლესი ინფორმაცია, რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას. მივიღე მონაწილეობა დახურულ დიალოგში, რომელიც გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტის, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით. მთავარი საკითხი შეეხებოდა ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ასევე, ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში. ჩემთან ერთად, ამ დახურულ ფორმატში მიიღო მონაწილეობა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა და ასევე - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ შუა დერეფნის განვითარებას. შუა დერეფნის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, ვინაიდან, ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის.

ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე ვიფიქროთ, განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, დავძლიოთ ის სირთულეები, რომლებიც ჯერ კიდევ არის, იქნება ეს სიღარიბე თუ უმუშევრობა, კიდევ უფრო მეტად უნდა შევამციროთ, მეტი სწრაფი განვითარება სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, მშვიდობა და სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები