03 ივლისი 2024,   13:21
ვრცლად
"მადლობა ფრანც" - საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ბეკენბაუერს დაემშვიდობა

"მადლობა ფრანც" - ასე დაემშვიდობა საფეხბურთო სამყარო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს. საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის "ბაიერნმა" ალიანს არენაზე "კაიზერ ფრანცისადმი" მიძღვნილ მემორიალურ ცერემონიას უმასპინძლა.

ღონისძიებას გერმანული ფეხბურთის ელიტა და სხვა ცნობილი ვარსკვლავები დაესწრნენ. ცერემონია მუსიკალურად სიმფონიურმა ორკესტრმა გააფორმა, ცნობილმა გერმანელმა ოპერის მომღერალმა იონას კაუფმანმა კი - პავაროტის უკვდავი კომპოზიცია - "ნესუნ დორმა" შეასრულა.

სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ბეკენბაუერზე მიძღვნილი მოკლე მეტრაჟიანი ფილმიც ნახა, სადაც "კაიზერ ფრანცის" ბოლო ინტერვიუ ზალცბურგში, მის სახლშია ჩაწერილი. ღონისძიებას გერმანიის კანცლერი, პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

დღის ამბები