19 სექტემბერი 2024,   04:57
ვრცლად
სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ დაუშვებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ დაუშვებს. რობერტ ფიკომ აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგა, დენის შმიგალთან შეხვედრაზე, ის იტყვის, რომ ბრატისლავა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას დაბლოკავს, რადგანაც „არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე“.

მისივე თქმით, უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწევს, რასაც ფიკო „კომპრომისს“ უწოდებს.

„რას ელოდებიან, რომ რუსები ყირიმს, დონბასსა და ლუღანსკს დატოვებენ? ეს არარეალისტურია“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები