25 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ცრუ განგაში ბათუმის სავაჭრო ცენტრებში - გამნაღმველები გვიანობამდე მუშაობდნენ

გამნაღმველები ბათუმის სავაჭრო ცენტრებში გვიანობამდე მუშაობდნენ. მანამდე, "მეტრო სითის", "გრანდ მოლის", "ბათუმი პლაზასა" და "ბათუმი მოლის" ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. მიზეზი სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი იყო.

არსებული ცნობით, გამნაღმველებმა ტერიტორიებზე სახიფათო ვერაფერი აღმოაჩინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობებში მუშაობდნენ კინოლოგებიც. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, ორი დღის წინ, ანალოგიური შეტყობინება იყო ბათუმის აეროპორტზეც, რომელიც ასევე ცრუ აღმოჩნდა.

დღის ამბები