ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუადღისას, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებული ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა, თავის ქალის მძიმე ტრავმის გამო, ვერ მოხერხდა.
მომხდარზე საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილითაა აღძრული.