პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ელექტრონული საარჩევნო სისტემა პროგრესული და გამჭვირვალეა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დაასრულებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებს.
"ძალიან პროგრესული ცვლილებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმება ყველანაირ სიმულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ვინმემ გაბედოს და ამ ქვეყანაში გაამრუდოს ქართველი ხალხის არჩევანი, გააყალბოს არჩევნები. ამ შეგნებით განვახორციელეთ ეს ცვლილებები. შემოვიღეთ პროგრესული სიახლე, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმება ყველანაირ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის გამჭვირვალე, ღია სისტემა, რომელიც სწრაფად, ხარისხიანად დაითვლის საარჩევნო ხმებს", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.