"ხალხის ძალის" ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციას ხალხმა არ დაუჭირა მხარი, ცესკო ვერ შეიმუშავებს ფორმულას, რომლითაც ისინი გამარჯვებულები დარჩებიან.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების კვლევითაც ჩანს, რომ მათ უმეტესობას 2%-იანი ბარიერის გადალახვაც კი არ შეუძლია.
"თუ ხალხი არ გენდობა, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩაატარო, ყოველთვის წააგებ. დღევანდელი გამოკითხვით, მათივე კვლევებითაც დგინდება, რომ ეს ხალხი 1 და 2 %-ს ვერ ცდება. რა ფორმულაც არ უნდა შეიმუშაოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თუ ხალხმა ხმა არ მისცა პარტიებს, ისინი ვერ გაიმარჯვებენ ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.