"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ვაჟა ხელაძემ არჩევანი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში, მე-17 უბანზე გააკეთა.
მისი თქმით, საარჩევნო უბანი 08:00 გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
"არჩევნები კომფორტულ და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. აქტივობა არის მაღალი. გამარჯვების შემთხვევაში, მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი სოფლისთვის, გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები", - განაცხადა ვაჟა ხელაძემ.
სოფელ ფერეთაში შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" და "ლელო - ძლიერი საქართველოს" კანდიდატები იბრძვიან. უბანზე რეგისტრირებულია 679 ამომრჩეველი.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.