16 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
"ადგილობრივი ე.წ. ენჯეოები ამბობენ, რომ საქართველო არის აუთსაიდერი, ისინი იქნებიან მემკვიდრეები იმ პირების, ვინც საბჭოთა კავშირის დროს "დანოსებს" წერდა მოსკოვში" - რატი იონათამიშვილი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი 6 ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.

ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა.

არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია და მათი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებენ და ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს ეწევიან - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე.

"ობიექტური დასავლელი პარტნიორები ხაზგასმით ამბობენ და ყველა კვლევა ამას ადასტურებს, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, მაშინ, როდესაც ადგილობრივი ე.წ. ენჯეოები ამბობენ, რომ პირიქით, თითქოს საქართველო არის აუთსაიდერი. შესაბამისად, ორივე მართალი ვერ იქნება. აქ ფაქტი არის, რომ ორივე ადამიანებს აქვთ კონკრეტული დაკვეთა და ამ დაკვეთის მიზანი არის, რომ ახლა უკვე ხელი შეუშალონ საქართველოსთვის მოლაპარაკების კარის გახსნას, ისევე როგორც აქამდე უნდოდათ ხელი შეეშალათ კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ ორივე შემთხვევაში ისინი დარჩებიან ხელმოცარულები, როგორც აქამდე ყოველ ჯერზე, უბრალოდ ერთი რაღაცა მოხდება - ეს ადამიანები იქნებიან მემკვიდრეები იმ პირების, ვინც საბჭოთა კავშორის დროს "დანოსებს" წერდა მოსკოვში", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები