საქართველოს, დღეს, სამუშაო ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.
მედიისთვის 17:00 საათზე, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.