16 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ისრაელის ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიმართ ურყევია, თანაბრად ურყევია ჩვენი წმინდა ვალდებულება, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვა - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - იბომბება ღაზის სექტორი. ღამით, ქალაქ რაფაში, საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ანკლავში ისევ ჰუმანიტარული კრიზისია.

ამ ფონზე, ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო, რომელიც ისრაელს, გენოციდის შესახებ კონვენციის შესაბამისად, საგანგებო ზომების მიღებას ავალდებულებს. ამასთან, ჰააგის სასამართლო არ დაეთანხმა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის გმობს "ვერაგ მცდელობას," უარი ეთქვას ისრაელს თავის დაცვის უფლებაზე. პრემიერის თქმით, ისინი განაგრძობენ "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლას.

"როგორც ნებისმიერ ქვეყანას, ისრაელს აქვს ხელშეუვალი უფლება, დაიცვას თავი. ისრაელის ვალდებულება საერთაშორისო სამართლის მიმართ ურყევია. თანაბრად ურყევია ჩვენი წმინდა ვალდებულება, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცვა. ვერაგი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელისთვის ამ ფუნდამენტური უფლების უარყოფას, არის აშკარა დისკრიმინაცია ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ის სამართლიანად იქნა უარყოფილი. ისრაელის წინააღმდეგ წამოყენებული გენოციდის ბრალდება არა მხოლოდ ყალბი, არამედ აღმაშფოთებელია და ღირსეული ხალხი მას ყველგან უარყოფს," - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

დღის ამბები