19 სექტემბერი 2024,   05:03
ვრცლად
ფრანგი ფერმერები და ტაქსის მძღოლები პარიზის ბლოკირებას გეგმავენ - ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

საფრანგეთში, ინტენსიური მოძრაობით გამორჩეული ავტომაგისტრალი, რომელიც A13-ის სახელითაა ცნობილი, ტაქსის მძღოლებმა გადაკეტეს. მძღოლები სოლიდარობას უცხადებენ ფრანგ ფერმერებს, რომლებიც დედაქალაქის ბლოკირებას გეგმავენ.

ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ფერმერები და ტაქსის მძღოლები რვა მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვას აპირებენ.

საფრანგეთის მთავრობა ფერმერებზე ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირებას დათანხმდა, თუმცა უარს ამბობს ფერმერების მოთხოვნის შესრულებაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, რასაც ფერმერთა მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა.

დღის ამბები