29 სექტემბერი 2024,   03:07
ვრცლად
უკრაინაში დემილიტარიზებული ზონა ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის ტერიტორია შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის მოქმედებისგან დაიცვას - პუტინი

უკრაინაში დემილიტარიზებული ზონა ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის ტერიტორია შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის მოქმედებისგან დაიცვას, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა ბელგოროდის რეგიონში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზეც. მისი მტკიცებით, ექსპერტულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ "ილ 76"-ის ჩამოგდებისას გამოყენებული იყო აშშ-ის მიერ მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტი".

პუტინი ასევე ამბობს, რომ, რუსეთისა და უკრაინის სურვილის მიუხედავად, მომხდარზე საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს, შეთავაზებას მიმართვის არცერთი ადრესატი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

დღის ამბები