16 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის - მამუკა მდინარაძე

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ოპოზიციური ველი არის მოშიშვლებული და აქ არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არ გვაქვს, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს დავდებთ და საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის. ეს არის ჩვენი პარტიული შედეგების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ქვეყნის გაძლიერების, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი დინამიკის და დეოკუპაციის გზაზე კიდევ უფრო მეტი დინამიკის და პოზიტივების, სიღარიბის დაძლევის, ევროინტეგრაციის რა თქმა უნდა და ა.შ. ყველა მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვინდა რომ გვქონდეს და ეს გადახალისება ამაში კიდევ უფრო მოგვეხმარება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს აქვთ კარგი გამოცდილება როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე პარტიული მუშაობის კუთხით, ასევე პატრიოტიზმი, რაც ამ ქვეყანას, ცალკე გუნდს, როგორც პარტიას, ისე სამთავრობო გუნდს ერთი ორად გააძლიერებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული, მოდი დავარქვათ გადახალისება და პოსტების, თანამდებობების, პოზიციების გაცვლა, ორივე მხრივ ახალი სისხლის შეტანა ვფიქრობ პროცეს კიდევ უფრო დინამიკურს გახდის. ორივე ირაკლის, ღარიბაშვილსაც და კობახიძესაც აქვთ ორივე მიმართულებით ძალიან კარგი გამოცდილება - მენეჯმენტის კუთხით, პარტიული მუშაობის კუთხით, მათ აქვთ როგორც გუნდის შიგნით, ისე ქვეყანაში განსაკუთრებული ავტორიტეტი და ვფიქრობ რომ მათი მენეჯერული, პროფესიონალური უნარები, პატრიოტიზმი ამ ქვეყანას, ცალკე გუნდს, როგორც პარტიას, ისე სამთავრობო გუნდს ერთიორად გააძლიერებს, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები