29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
ნორვეგიას შტორმმა "ინგუნმა" გადაუარა

ნორვეგიას შტორმმა "ინგუნმა" გადაუარა. სტიქიამ ქვეყნის დიდი ნაწილი დააზარალა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილია გზები და რიგ რეგიონებში შეზღუდულია გადაადგილება. ნორვეგიის პოლიციამ სანაპირო ქალაქებში მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ინფორმაციით ძლიერი ქარი და ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღესაც არის მოსალოდნელი.

დღის ამბები