აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დემოკრატები ეთერში რესპუბლიკურ პარტიასა და პირადად მასზე კრიტიკული განცხადებების გასაკეთებლად პრო-რესპუბლიკელებზე ხშირად ჩანან.
ტრამპის თქმით, ტელევიზია მუდმივად ნეგატიურ ნარატივს ავრცელებს, რასაც ხშირად მხოლოდ ფორმალური და სწრაფი საპასუხო რეპლიკა მოსდევს.
"რატომ უშვებს Fox News ყოველთვის ჩაკ შუმერს, ჰაკიმ ჯეფრიზს, ჯესიკა ტარლოვსა და ყველა სხვა დემოკრატს, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიასა და, რა თქმა უნდა, მე მლანძღავენ? რეალურად ვფიქრობ, რომ მათ პრო-რესპუბლიკელებზე მეტი საეთერო დრო აქვთ. სწორედ ამიტომ MAGA-ს მოძრაობა და ნამდვილი პატრიოტები Fox-ს არასდროს შეიყვარებენ! ისინი იმეორებენ სრულიად ნეგატიურ ნარატივს, რომელიც არ მთავრდება, და შემდეგ ჩვენ მხოლოდ სწრაფ საპასუხო რეპლიკას ვიღებთ.
სასწაულია, რომ სამივე არჩევნებში გავიმარჯვე. ოპოზიცია უზარმაზარია, მაგრამ ბრძოლა გრძელდება!", - წერს დონალდ ტრამპი.