29 აგვისტო 2026,   06:29
ვრცლად
გუდაურში ახალი ფესტივალი "გიზ-გიზი" იმართება

მსოფლიო თასის ეტაპის გათამაშების პარალელურად, გუდაურში ახალი ფესტივალი მიმდინარებს. "გიზ-გიზი" - ასე ჰქვია სამდღიან ღონისძიებას, რომელსაც მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოქცეული მთის კურორტი მასპინძლობს.

"მეორე დღეა, გუდაურში ვმასპინძლობთ ზამთრის სამთო-სათხილამურო ფესტივალს "გიზ-გიზი", რომელიც პირველად ტარდება. გუდაურში დაიწყო პირველად ეს ფესტივალი და, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მოგზაურის ინტერესი გამოიწვია," - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

დღის ამბები