18 აგვისტო 2026,   15:01
ვრცლად
უამინდობა შიდა ქართლში - ინტენსიური თოვის გამო, რეგიონის 100-ზე მეტ სოფელში ენერგომომარაგება შეწყდა

უამინდობამ პრობლემები შექმნა შიდა ქართლში. ინტენსიური თოვის გამო, რეგიონის 100-ზე მეტ სოფელში ენერგომომარაგება იყო შეწყვეტილი. პრობლემის მოსაგვარებლად "ენერგოპრო ჯორჯია" დილიდან მუშაობს. აღდგენითი სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად ხდება.

დიდთოვლობის გამო, გადაადგილების პრობლემა იყო ოთხივე მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში. მისასვლელ გზებზე, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შეფერხება მოხსნილია.

რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები და მოტყდა ტოტები, შესაბამისი სამსახურები აღდგენით და გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ.

დღის ამბები