16 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
აშკარად აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური ძალა - ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშში საინტერესო არაფერი იყო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის აპირებს შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა.

„პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი რამ იყო საინტერესო – მან დაადასტურა რეალურად ის გეგმები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარად ის აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალა. ამისთვის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება, ამოვიკითხოთ მისი გამოსვლიდან. დანარჩენი იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები