29 ივნისი 2024,   11:58
ვრცლად
ბაღდათში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

ბაღდათში სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ჩამოშლილი მიწის მასა გააქვთ ადგილიდან. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება კომუნიკაციების აღდგენა.

ოფიციალური ცნობით, აბონენტებს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უახლოეს დღეებში მიეწოდება.

სოფელ ნერგეეთში ამ დრომდე მუშაობენ გეოლოგები, მათი დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი, შვიდი ოჯახი დაბრუნდება საკუთარ საცხოვრებელში, თუ მოხდება მათთვის ახალი სახლების შეძენა.

დღის ამბები