29 ივნისი 2024,   11:22
ვრცლად
უბედურ შემთხვევას საჩხერის მუნიპალიტეტში "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას საჩხერის მუნიპალიტეტში "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშრომელი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა  ზუსტი მიზეზი უცნობია.

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შესწავლა და კომპანიის წარმომადგენლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ. 

მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან საჩხერეში, სტიქიის მიერ მიყენებული დაზიანების აღმოსაფხვრელად დამატებითი ჯგუფები იყო გაგზავნილი, გარდაცვლილი ერთ-ერთი მათგანია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები