20 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ძმები დააკავა - „კურიერის“ ინფორმაციით, მოკლული და დაკავებულები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ

ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ძმები დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა გუშინ ნაცნობზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. დანაშაულის მოტივად სამართალდამცველები უთანხმოებას ასახელებენ. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ისინი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულებს ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

„კურიერის“ ინფორმაციით, მოკლულიც და დაკავებულებიც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ისინი იყვნენ ნასამართლევები და კონფლიქტი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.

რაც შეეხება მკვლელობას - ის ავლაბარში, სომხეთის ქუჩაზე გუშინ მოხდა. 47 წლის ფელიქს კაპანოს სნაადირო თოფიდან ესროლეს, ის ადგილზე სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

„3 თუ 4-ის მერე იყო ზუსტად ვერ გეტყვით იმიტომ, რომ სასწრაფო რომ გაჩერდა, მე ვთქვი ვიღაცაა აქ შეუძლოდ. რომ გავედი, კარები ღია იყო და ვერ  ვიცანი ჯერ მიცვალებული. მერე დღეს დილით გავიგე, რომ მართლა ის არის მკვდარი,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები