03 ივლისი 2024,   21:05
ვრცლად
ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

ავლაბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, შემდეგ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. 47 წლის ფელიქს კაპანოვს სანადირო თოფიდან ესროლეს, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ძმებმა მასზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი, სანადირო თოფიდან გასროლით, მოკლეს.

ძმებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა ისინი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები