26 ივნისი 2024,   22:43
ვრცლად
განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად ძალადობა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება - ავლაბარში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ ძმებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, ჯგუფურად ძალადობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება - ავლაბარში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ ძმებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატის ცნობით, დაკავებული ძმები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

"ერთნაირი ბრალდებები აქვს ორივეს, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა. ცემის ეპიზოდი ცალკე და იარაღის ეპიზოდი, უკანონო შეძენა-ტარების მუხლი ცალკე. მოტივთან დაკავშირებით ბრალდებულები არ საუბრობენ და ვერც ისაუბრებენ, რადგან გარდაცვლილი საპატიმრო დაწესებულებიდან ახალი გამოსული იყო, ისინი ერთ უბანში ცხოვრობდნენ და არანაირი მოტივი არ დაუსახელებიათ და მათი საუბრიდან გამომდინარე, ჩემი აზრით არც არსებობს მოტივი", - განაცხადა ადვოკატმა მანანა მოსულიშვილმა.

ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ცნობით, ძმებმა 47 წლის ფელიქს კაპანოვს ჯერ სცემეს, მოგვიანებით კი სანადირო თოფიდან ესროლეს. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები