"თსუ დესპანი“- ასე ჰქვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც 330 სტუდენტი საკუთარ სკოლებს ესტუმრებიან. მიზანია, სკოლის მოსწავლეებს გააცნონ უნივერსიტეტის პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.
პროექტში ჩართულ დესპანებს საშუალება აქვთ, მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სახის აქტივობაში ჩაერთონ, რაც ხელს მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს.