16 აგვისტო 2026,   13:28
ვრცლად
The New York Times: ევროპა ტრამპის შესაძლო გარიგების შიშით უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას ცდილობს

ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებიდან გამოთიშვის შიშით, სამი ევროპული ქვეყანა ერთად მუშაობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ევროპის მონაწილეობა ამ პროცესში, - ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები მუშაობენ სამომავლო მოლაპარაკებების ფორმატზე, რომელიც ევროპულ ინტერესებს დაიცავს და რომელსაც საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი უხელმძღვანელებენ.

საფრანგეთი და გერმანია ლიდერობენ ევროპული პოზიციის შემუშავებაში - ამის შესახებ ორი მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატი და პროცესში ჩართული მაღალი რანგის ევროპელი ოფიციალური პირი აცხადებს.
დიპლომატების თქმით, ბრიტანეთი, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, უფრო მეტად თავშეკავებულია იმის გამო, რომ უფრთხის ტრამპთან ურთიერთობების დაძაბვას.

ევროპელები ვარაუდობენ, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებას შეერთებული შტატები უხელმძღვანელებს, და რადგან რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმებს აძლიერებს, ისინი ცდილობენ, უბიძგონ ტრამპსა და მის წარმომადგენლებს, რომ მოსკოვთან დიალოგი განაახლონ.

დღის ამბები