27 ივლისი 2024,   04:06
ვრცლად
ძალიან ყურადღებით გვისმენდა, გვქონდა შესაძლებლობა სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

მთავრობის ადმინისტრაციაში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა პრემიერ - მინისტრსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შორის, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძეც ესწრებოდა.

შეხვედრიდან გამოსული ექიმები აცხადებენ, რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა, მთავრობის მეთაურისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემებზე სრული ინფორმაცია მიეწოდებინათ, მედიკოსებმა ასევე მიიღეს დაპირება, რომ რეორგანიზაციის საკითხზე კონსულტაციები და შეხვედრები გაგრძელდება.

"გვქონდა შესაძლებლობა, სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის ყველა იმ საკითხზე, რაც გვაწუხებდა. ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც გვაძლევდა. ხვალ, დამატებით შეგვხვდება და იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება სასიკეთოდ მიიღება," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, მალხაზ გაგუამ.

 

დღის ამბები