უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომი დაიწყო.
ათიათასობით უდანაშაულო მსხვერპლი, ცხოვრება თავშესაფრებში და სარაკეტო დარტყმები ომში მყოფი ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე - მძიმე შედეგების მიუხედავად, უკრაინა არ ნებდება.
ისე, როგორც ორი წლის წინ, დღესაც, ომში მყოფმა ქვეყანამ აფეთქებების ფონზე გაიღვიძა. აგრესორი თავს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონს დაესხნენ. დნიპროში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, არის მსხვერპლი. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტი ეკონომიკური დახმარების კრიტიკულ საჭიროებაზე საუბრობს.