გურიის რეგიონში ადგილობრივ მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მევენახეებთან გამოწვევებზე, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სახის ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობასა და სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრეს.