"პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში," - ამ სახელწოდების სემინარი ჩატარდა, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში.
შეხვედრას ფსიქოლოგი და ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული ხელმძღვანელი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა.
საუბარი შეეხო პროპაგანდის ფორმებსა და ხერხებს, ასევე, დეზინფორმაციისა და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა მაგალითს.