თავდაცვის მინისტრის მოადგილემ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" წევრებთან შეხვედრა გამართა. გრიგოლ გიორგაძემ მათ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული რეფორმები გააცნო. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
თავდაცვის კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ, უწყების წარმომადგენლებმა შეკითხვებსაც უპასუხეს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წვევამდელთა ეროვნული სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის პირობებით. ასოციაციის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს.