საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის" მაგისტრალური გაზსადენის "ლეხურა-სვენეთის" მონაკვეთს აშენებს. 20,5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტით გრძელდება "აღმოსავლეთი - დასავლეთის" მაგისტრალური გაზსადენის განახლება.
შარშან კორპორაციამ დაასრულა ნატახტარი-ლეხურას 31-კმ-იანი მონაკვეთი. გაზსადენს მშენებლობა განვითარების 10-წლიანი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერაა დამტკიცებული. ახალი გაზსადენი ექსპლუატაციაში 2024 წლის მეორე ნახევარში შევა.