27 ივლისი 2024,   07:23
ვრცლად
მოსკოვში ნავალნის ადვოკატი დააკავეს - მედია

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის უფლებადამცველი მოსკოვში დააკავეს, - ამის შესახებ BBC რუსულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვასილი დუბკოვი "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის" დააკავეს.

ოფიციალური უწყებები დუბკოვას დაკავებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, 2023 წლის ოქტომბერში, ნავალნის 3 ადვოკატი (კობზევი, სერგუნინი და ლიპსტერი) დააკავეს. გამოძიება მათ ექსტრემიზმს ედავება.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო.

დღის ამბები